ეპოქსიდის სარკე - ფირუზის თვალი

მიწოდების დრო: თბილისი 2–3 დღე · თბილისის შემოგარენი 3–4 დღე · სხვა ქალაქები 3–5 დღე

200₾
მზადაა
დარჩა 1 ცალი

შექმენით განსაკუთრებული განწყობა თქვენს ინტერიერში ექსკლუზიური, ხელით დამზადებული ეპოქსიდის სარკით. ნამუშევარი შთაგონებულია ოკეანის სიღრმითა და ბუნებრივი გეოდის (კრისტალების) იდუმალი სილამაზით. ფირუზისფერი და ზურმუხტისფერი ტონების შერწყმა, ოქროსფერი აქცენტები და დეკორატიული კრისტალები სარკეს ანიჭებს დახვეწილ, მდიდრულ იერს. თითოეული დეტალი შესრულებულია დიდი სიყვარულითა და სიზუსტით. რადგან ნამუშევარი სრულიად ხელით არის შექმნილი, ის არის ერთადერთი და უნიკალური — ზუსტად ასეთივე მეორე ვერასდროს დამზადდება! მასალა: საუკეთესო ხარისხის ეპოქსიდი, სარკე, დეკორატიული კრისტალები, ოქროსფერი პიგმენტი. დანიშნულება: კედლის დეკორი, კუთხის ესთეტიკური აქცენტი, ორიგინალური საჩუქარი. მოვლა: იწმინდება რბილი, მშრალი ან ოდნავ ნესტიანი მიკროფიბრის ქსოვილით.

მახასიათებლები

ზომა
დიამეტრი 30 სმ