ხელნაკეთი საჩუქრები ქართველი ოსტატებისგან
NISHA-ზე თავმოყრილია ქართველი ოსტატების და შემქმნელების ხელნაკეთი ნამუშევრები — სამკაული, კერამიკა, კედლის დეკორი, განათება, სახლის დეკორი, აქსესუარები, ჩანთები და სათამაშოები. თითოეული ნივთი ხელით და სიყვარულითაა შექმნილი. საჩუქრის ასარჩევად NISHA ნამდვილად კარგი აზრია.
აქ იპოვი საჩუქარს ნებისმიერი შემთხვევისთვის: ახალი წლისა და შობისთვის, 8 მარტისა და დედის დღისთვის, ვალენტინობისთვის, აღდგომისთვის, გიორგობისთვის, დაბადების დღისთვის, ქორწილისთვის ან კორპორატიული საჩუქრებისთვის. ფილტრით აირჩიე, ვისთვის ეძებ — ქალისთვის, მამაკაცისთვის თუ ბავშვისთვის. ბევრი ნამუშევარი შეგიძლია გახადო პერსონალიზებული.
- სად ვიყიდო ხელნაკეთი საჩუქარი საქართველოში?
- NISHA-ზე — ქართველი ოსტატების ერთ სივრცეში. აქ შეარჩევ განსაკუთრებულ საჩუქარს, რომელსაც კართან მოგიტანენ.
- რამდენ ხანში მივა საჩუქარი?
- „მზადაა“ ნიშნით მონიშნული ნამუშევრები მარაგშია და სწრაფად იგზავნება. „შეკვეთით“ ნამუშევრებს ოსტატი შეკვეთის შემდეგ ამზადებს — დამზადების ვადა ნამუშევრის გვერდზე წერია, ამიტომ დღესასწაულისთვის ასეთი საჩუქარი წინასწარ შეუკვეთე.
- როგორ გადავიხადო?
- გადაიხადე ნებისმიერი ბარათით, Apple Pay-ით და Google Pay-ით — მარტივად და უსაფრთხოდ.
- შემიძლია ნივთის დაბრუნება?
- კი, დაბრუნება შესაძლებელია. გაეცანი დაბრუნების პოლიტიკას დეტალურად. დაბრუნების პოლიტიკა →
- შეიძლება საჩუქარზე სახელის ან წარწერის დამატება?
- ბევრ ნამუშევარს აქვს პერსონალიზაცია — სახელის, თარიღის ან მოკლე წარწერის ველი პირდაპირ ნამუშევრის გვერდზეა. კითხვების შემთხვევაში მოგვწერე ლაივ ჩატში.
- ნამდვილად ხელნაკეთია?
- კი, NISHA-ზე მხოლოდ ხელნაკეთი ნივთებია და ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს. მაღაზიის გვერდზე შეგიძლია დაათვალიერო მისი ყველა ნამუშევარი, წაიკითხო აღწერა და მეტი გაიგო ოსტატისა და მისი ნამუშევრების შესახებ.
- როგორ დავრეგისტრირდე გამყიდველად?
- დარეგისტრირდი გამყიდველად და შეავსე მარტივი ფორმა. NISHA-ს გუნდი მალევე განიხილავს განაცხადს და დადასტურების შემდეგ შეძლებ შენი ნამუშევრების დამატებას. გამყიდველად რეგისტრაცია →