ნამუშევრებზე დაბრუნება

დაბრუნების პოლიტიკა

NISHA-ზე შეძენილ ყველა პროდუქტზე ვრცელდება ერთიანი დაბრუნების პოლიტიკა.

მომხმარებელს უფლება აქვს, პროდუქტის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მიზეზის მითითების გარეშე, მოითხოვოს პროდუქტის დაბრუნება, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. დაბრუნების მოთხოვნისას მომხმარებელი უთითებს მისამართს, საიდანაც ნივთს წაიღებს კურიერი. ნივთი კურიერს უნდა გადაეცეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. ეს უფლება არ ვრცელდება პროდუქტზე, რომელიც:

  • დამზადებულია მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით და პერსონალიზებულია;
  • მიეკუთვნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა გამონაკლისებს.

მომხმარებელს შეუძლია პროდუქტი შეამოწმოს იმდენად, რამდენადაც საჭიროა მისი ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დასადგენად. თუ პროდუქტი ამ ფარგლებს მიღმა გამოიყენება და ღირებულება შემცირდა, მომხმარებელს შეიძლება დაეკისროს შემცირებული ღირებულების ანაზღაურება.

ასევე ნივთი უნდა დაბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც მოხდა მისი მყიდველთან მიტანა. თუ მომხმარებელი დააზიანებს პროდუქტს, მას დაეკისრება ამ ზიანის საფასური და შესაძლოა დაექვითოს დასაბრუნებელ თანხას.

თუ პროდუქტი დაზიანებულია, დეფექტურია, არასწორია ან არ შეესაბამება შეკვეთას/აღწერას, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს კანონით გათვალისწინებული რეაგირება — შეკეთება ან შეცვლა, ხოლო კანონით დადგენილ შემთხვევებში ფასის შემცირება ან თანხის დაბრუნება. ასეთი მოთხოვნისას პროდუქტის ფოტო სავალდებულოა; საჭიროებისას NISHA-მ შეიძლება მოითხოვოს ვიდეო ან დამატებითი ინფორმაცია.

მიზეზის გარეშე დაბრუნებისას ნივთის უკან გაგზავნის ტრანსპორტირების ხარჯს იხდის მომხმარებელი. თუ დაბრუნების მიზეზი დაზიანება, დეფექტი, არასწორი ან შეუსაბამო პროდუქტია — ამ ხარჯს ფარავს NISHA.

მიზეზის გარეშე დაბრუნებისას მომხმარებელს უბრუნდება პროდუქტის ღირებულება და გადახდილი სტანდარტული საწყისი მიწოდების საფასური. თუ მომხმარებელმა სპეციალურად აირჩია სტანდარტულზე ძვირი მიწოდება, სხვაობის დაბრუნება სავალდებულო არ არის. თანხა უბრუნდება იმავე გადახდის მეთოდით, დაბრუნების მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. NISHA-ს შეუძლია თანხის დაბრუნება შეაჩეროს მანამ, სანამ ნივთს დაიბრუნებს ან მიიღებს მისი გაგზავნის დამადასტურებელ ინფორმაციას.

დაბრუნების მოთხოვნის სტატუსი ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისთვის შესაბამის სივრცეში; საჭიროებისას შეტყობინება გაიგზავნება მითითებულ ელ-ფოსტაზეც.

ეს პოლიტიკა არ ზღუდავს მომხმარებლისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებებს.