განახლების თარიღი: ოქტომბერი 2026
მოგესალმებით NISHA-ზე — ონლაინ მაღაზიაში, სადაც იყიდება ქართველი ხელოვანების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები.
ვებგვერდის გამოყენებით, ანგარიშის შექმნით ან შეკვეთის განთავსებით, მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს.
1. NISHA-ს შესახებ
NISHA (nisha.ge) არის ონლაინ მაღაზია, სადაც იყიდება ქართველი ხელოვანების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები.
ვებგვერდზე განთავსებული პროდუქციის გამყიდველი და შეკვეთის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირია NISHA (რეკვიზიტები მითითებულია ამ დოკუმენტის ბოლოს). შეკვეთის განთავსებით ნასყიდობის ხელშეკრულება იდება მომხმარებელსა და NISHA-ს შორის.
2. მომხმარებლის ანგარიში
შეკვეთის განთავსებისთვის ანგარიშის შექმნა სავალდებულო არ არის. რეგისტრირებული მომხმარებლისთვის უფრო მარტივი და მოსახერხებელია საკუთარი პროფილის გვერდზე მისთვის საინტერესო პროდუქციის შენახვა, შეკვეთების მართვა და თვალყურის დევნება.
მომხმარებელი პასუხისმგებელია ანგარიშის უსაფრთხოებაზე, ავტორიზაციის მონაცემების დაცვაზე და მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე.
NISHA უფლებას იტოვებს დაბლოკოს ან გააუქმოს ანგარიში საეჭვო, თაღლითური ან წესების დამრღვევი აქტივობის შემთხვევაში.
3. პროდუქტები და ხელნაკეთი ნივთები
პროდუქტის გვერდზე მითითებული ხელოვანის ან მაღაზიის სახელი აღნიშნავს ნივთის ავტორს.
რადგან პროდუქტების უმეტესობა ხელნაკეთია, შესაძლებელია არსებობდეს მცირე განსხვავებები ფერში, ტექსტურაში, ზომაში ან დეტალებში.
პროდუქტი შესაძლოა სრულად არ ემთხვეოდეს ფოტოს, ხოლო ზოგიერთი პროდუქტი მზადდებოდეს ინდივიდუალური შეკვეთით.
პროდუქტის აღწერას, ფოტოებს, ფასსა და ხელმისაწვდომობას აქვეყნებს NISHA.
4. შეკვეთა
შეკვეთის განთავსების შემდეგ მომხმარებელი მიიღებს შეკვეთის დადასტურებას.
შეკვეთა შესაძლოა გაუქმდეს, თუ პროდუქტი აღარ არის ხელმისაწვდომი, დაფიქსირდა ტექნიკური ან ფასის შეცდომა, ან აღმოჩნდა საეჭვო აქტივობა.
5. გადახდა
გადახდა ხორციელდება ვებგვერდზე ხელმისაწვდომი მეთოდებით და თანხა ირიცხება NISHA-ს საბანკო ანგარიშზე, ლიცენზირებული გადახდის პროვაიდერის (Flitt) მეშვეობით.
NISHA არ ინახავს მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებს.
6. მიტანა
NISHA პასუხისმგებელია, რომ შეკვეთა მომხმარებელს მიუვიდეს პროდუქტის ან მაღაზიის გვერდზე მითითებულ ვადაში. სადღესასწაულო პერიოდში ან სხვა ობიექტური მიზეზით ვადა შეიძლება გადაიწიოს — ასეთ შემთხვევაში NISHA მომხმარებელს წინასწარ შეატყობინებს.
მიტანის ღირებულება ჩანს შეკვეთის გაფორმებისას.
მომხმარებელი პასუხისმგებელია სწორი მისამართისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებაზე.
7. დაბრუნება და თანხის დაბრუნება
NISHA-ზე შეძენილ ყველა პროდუქტზე ვრცელდება ერთიანი დაბრუნების პოლიტიკა.
მომხმარებელს უფლება აქვს, პროდუქტის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მიზეზის მითითების გარეშე, მოითხოვოს პროდუქტის დაბრუნება, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. დაბრუნების მოთხოვნისას მომხმარებელი უთითებს მისამართს, საიდანაც ნივთს წაიღებს კურიერი. ნივთი კურიერს უნდა გადაეცეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. ეს უფლება არ ვრცელდება პროდუქტზე, რომელიც:
• დამზადებულია მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით და პერსონალიზებულია;
• მიეკუთვნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა გამონაკლისებს.
მომხმარებელს შეუძლია პროდუქტი შეამოწმოს იმდენად, რამდენადაც საჭიროა მისი ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დასადგენად. თუ პროდუქტი ამ ფარგლებს მიღმა გამოიყენება და ღირებულება შემცირდა, მომხმარებელს შეიძლება დაეკისროს შემცირებული ღირებულების ანაზღაურება.
ასევე ნივთი უნდა დაბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც მოხდა მისი მყიდველთან მიტანა. თუ მომხმარებელი დააზიანებს პროდუქტს, მას დაეკისრება ამ ზიანის საფასური და შესაძლოა დაექვითოს დასაბრუნებელ თანხას.
თუ პროდუქტი დაზიანებულია, დეფექტურია, არასწორია ან არ შეესაბამება შეკვეთას/აღწერას, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს კანონით გათვალისწინებული რეაგირება — შეკეთება ან შეცვლა, ხოლო კანონით დადგენილ შემთხვევებში ფასის შემცირება ან თანხის დაბრუნება. ასეთი მოთხოვნისას პროდუქტის ფოტო სავალდებულოა; საჭიროებისას NISHA-მ შეიძლება მოითხოვოს ვიდეო ან დამატებითი ინფორმაცია.
მიზეზის გარეშე დაბრუნებისას ნივთის უკან გაგზავნის ტრანსპორტირების ხარჯს იხდის მომხმარებელი. თუ დაბრუნების მიზეზი დაზიანება, დეფექტი, არასწორი ან შეუსაბამო პროდუქტია — ამ ხარჯს ფარავს NISHA.
მიზეზის გარეშე დაბრუნებისას მომხმარებელს უბრუნდება პროდუქტის ღირებულება და გადახდილი სტანდარტული საწყისი მიწოდების საფასური. თუ მომხმარებელმა სპეციალურად აირჩია სტანდარტულზე ძვირი მიწოდება, სხვაობის დაბრუნება სავალდებულო არ არის. თანხა უბრუნდება იმავე გადახდის მეთოდით, დაბრუნების მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. NISHA-ს შეუძლია თანხის დაბრუნება შეაჩეროს მანამ, სანამ ნივთს დაიბრუნებს ან მიიღებს მისი გაგზავნის დამადასტურებელ ინფორმაციას.
დაბრუნების მოთხოვნის სტატუსი ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისთვის შესაბამის სივრცეში; საჭიროებისას შეტყობინება გაიგზავნება მითითებულ ელ-ფოსტაზეც.
ეს პოლიტიკა არ ზღუდავს მომხმარებლისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებებს.
8. პასუხისმგებლობა
NISHA მომხმარებლის წინაშე პასუხისმგებელია პროდუქტის აღწერასთან შესაბამისობაზე, მიტანასა და დაბრუნებაზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. შეკვეთასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხით მომხმარებელი მიმართავს NISHA-ს.
NISHA არ აგებს პასუხს დაგვიანებაზე, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ მითითებული არასწორი მისამართით ან ფორსმაჟორული გარემოებით.
9. ინტელექტუალური საკუთრება
NISHA-ს ლოგო, დიზაინი, ტექსტები და სხვა კონტენტი წარმოადგენს NISHA-ს ან შესაბამისი ავტორების საკუთრებას.
კონტენტის კოპირება ან გამოყენება ნებართვის გარეშე დაუშვებელია.
10. ცვლილებები
NISHA უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს განაახლოს წესები და პირობები. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
11. ინფორმაცია გამყიდველის შესახებ
ი/მ რუსო ჩლაიძე — NISHA-ს დამფუძნებელი
საიდენტიფიკაციო კოდი: 01308065295
მისამართი: ვაჟა-ფშაველას მე-2 კვ. 0186, თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995 571 11 11 32
ელ-ფოსტა: nishamarketplace@gmail.com