NISHAდამზადებულია საქართველოში

ციფრული ბაზარი, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს ადგილობრივ ქართველ შემოქმედებთან. ყველა პროდუქტს, რომელსაც აქ ხედავ, თავისი ისტორია აქვს.

შეავსე ნიშა სიყვარულით.

დახმარება

  • ხშირად დასმული კითხვები
  • მიტანის პოლიტიკა
  • დაბრუნების პოლიტიკა
  • დაბრუნების განაცხადი
  • საჩუქრის არჩევა

    ხელნაკეთი საჩუქრები ქართველი ოსტატებისგან

    NISHA-ზე თავმოყრილია ქართველი ოსტატების და შემქმნელების ხელნაკეთი ნამუშევრები — სამკაული, კერამიკა, კედლის დეკორი, განათება, სახლის დეკორი, აქსესუარები, ჩანთები და სათამაშოები. თითოეული ნივთი ხელით და სიყვარულითაა შექმნილი. საჩუქრის ასარჩევად NISHA ნამდვილად კარგი აზრია.

    აქ იპოვი საჩუქარს ნებისმიერი შემთხვევისთვის: ახალი წლისა და შობისთვის, 8 მარტისა და დედის დღისთვის, ვალენტინობისთვის, აღდგომისთვის, გიორგობისთვის, დაბადების დღისთვის, ქორწილისთვის ან კორპორატიული საჩუქრებისთვის. ფილტრით აირჩიე, ვისთვის ეძებ — ქალისთვის, მამაკაცისთვის თუ ბავშვისთვის. ბევრი ნამუშევარი შეგიძლია გახადო პერსონალიზებული.

    სად ვიყიდო ხელნაკეთი საჩუქარი საქართველოში?
    NISHA-ზე — ქართველი ოსტატების ერთ სივრცეში. აქ შეარჩევ განსაკუთრებულ საჩუქარს, რომელსაც კართან მოგიტანენ.
    რამდენ ხანში მივა საჩუქარი?
    „მზადაა“ ნიშნით მონიშნული ნამუშევრები მარაგშია და სწრაფად იგზავნება. „შეკვეთით“ ნამუშევრებს ოსტატი შეკვეთის შემდეგ ამზადებს — დამზადების ვადა ნამუშევრის გვერდზე წერია, ამიტომ დღესასწაულისთვის ასეთი საჩუქარი წინასწარ შეუკვეთე.
    როგორ გადავიხადო?
    გადაიხადე ნებისმიერი ბარათით, Apple Pay-ით და Google Pay-ით — მარტივად და უსაფრთხოდ.
    შემიძლია ნივთის დაბრუნება?
    კი, დაბრუნება შესაძლებელია. გაეცანი დაბრუნების პოლიტიკას დეტალურად. დაბრუნების პოლიტიკა →
    შეიძლება საჩუქარზე სახელის ან წარწერის დამატება?
    ბევრ ნამუშევარს აქვს პერსონალიზაცია — სახელის, თარიღის ან მოკლე წარწერის ველი პირდაპირ ნამუშევრის გვერდზეა. კითხვების შემთხვევაში მოგვწერე ლაივ ჩატში.
    ნამდვილად ხელნაკეთია?
    კი, NISHA-ზე მხოლოდ ხელნაკეთი ნივთებია და ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს. მაღაზიის გვერდზე შეგიძლია დაათვალიერო მისი ყველა ნამუშევარი, წაიკითხო აღწერა და მეტი გაიგო ოსტატისა და მისი ნამუშევრების შესახებ.
    როგორ დავრეგისტრირდე გამყიდველად?
    დარეგისტრირდი გამყიდველად და შეავსე მარტივი ფორმა. NISHA-ს გუნდი მალევე განიხილავს განაცხადს და დადასტურების შემდეგ შეძლებ შენი ნამუშევრების დამატებას. გამყიდველად რეგისტრაცია →

© 2026 NISHA. დამზადებულია საქართველოში.

ყველა უფლება დაცულია.